09 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შევიდა

სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შევიდა.  შეთანხმებას მინსკში, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სახელმწიფოთაშორისი საბჭოს სხდომაზე მოეწერა ხელი.

29 მაისს ყაზახეთმა, რუსეთმა და ბელორუსმა ხელი მოაწერეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის თაობაზე შეთანხმებას, რომელიც 2015 წლის 1 იანვარს შევა ძალაში. 2 ოქტომბერს სომხეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების თანხმობის პროექტს.

 სომხეთის ოპოზიცია კი ამ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციებით შეხვდა. 

სომხური მედიის ცნობით, ერევანში საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. საპროტესტო აქცია საპარლამენტო პარტიებმა, - "აყვავებული სომხეთი", სომხეთის ნაციონალური კონგრესი და "მემკვიდრეობა",  მოაწყვეს.

აქციის ორგანიზატორებმა მინსკში გაფორმებულ შეთანხმებას ეროვნული ინტერესის ღალატი უწოდეს. 

დღის ამბები