09 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
ისლამური სახელმწიფოს წევრებმა კიდევ 4 ტყვე დასაჯეს სიკვდილით

ისლამური სახელმწიფოს წევრებმა კიდევ 4 ტყვე დასაჯეს სიკვდილით. მებრძოლებმა ერაყელი ტელეოპერატორი, მისი ძმა და კიდევ 2 ადამიანი მოკლეს.

ყველა მათგანი ექსტრემისტებმა გასულ კვირას ქალაქ სამარადან გაიტაცეს. რადიკალმა ისლამისტებმა ბოლო თვეებში ერაყისა და სირიის ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიკავეს. ამ დროისთვის ისინი კონტროლის დამყარებას თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ კობანიზე ცდილობენ, სადაც ამ დრომდე 700–მდე მშვიდობიანი მცხოვრებია ბლოკირებული. გაერო-ს გენერალური მდივანი საერთაშორისო გაერთიანებას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ დაჯგუფების წინააღმდეგ საბრძოლველად.

დღის ამბები