09 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
რუსეთი უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების პროცესში ვერ ჩაერევა, - ევროკავშირის პასუხი პუტინს

მინსკში ევრაზიის ეკონომიკური საბჭოს სამიტზე უკრაინისა და მოლდოვის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო ევროკავშირი ვლადიმერ პუტინს პასუხობს.

ბრიუსელში განმარტავენ, რომ რუსეთი უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების პროცესში ვერ ჩაერევა, რადგან ხელშეკრულება ორმხრივია და მასში ცვლილებების შეტანა მხოლოდ მონაწილე მხარეებს შეუძლიათ.

ვლადიმერ პუტინმა გუშინ უკრაინისა და ევროკავშირისგან ასოცირების შესახებ შეთანხმების კორექტირება მოითხოვა, მოლდოვის ხელისუფლებას კი, კიევის მსგავსად, ხელშეკრულების იმპლემენტაციის გადადებისკენ მოუწოდა.

მოლდოვასა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის კამათი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტზე მოხდა, რომელიც მინსკში გაიმართა. „როიტერსის“ ინფორმაციის თანახმად, მოლდოვის პრეზიდენტმა პუტინს რუსეთის მხრიდან განხორციელებული ეკონომიკური ზეწოლის გამო უსაყვედურა. პუტინმა კი განაცხადა, რომ  მოსკოვს ევროკავშირთან მეზობლების დაახლოების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ საკუთარი ბაზრის დაცვის ზომების მიღების უფლება აქვს.

 

დღის ამბები