23 დეკემბერი 2024,   18:17
ვრცლად
პრაიმერი და ოპოზიციის საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი - მიხეილ სააკაშვილის მიმათვა ენმ-ს

მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობას“ მოუწოდებს პრაიმერის გზით შეარჩიოს საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი იმ ოპოზიციურ ძალებთან ერთად, რომელიც მისი შეფასებით არ გაყიდულან. მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომ ეს იქნება გზა ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს არის საზოგადოების დაკვეთაც და „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე მეორედ უნდა იქცეს ხალხის გადამრჩენლად.

„ჩვენი ძალა არ გაიყიდა და მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა და ეს იყო სანუკვარი ოცნება ივანიშვილის და მისი ჩრდილოელი პატრონების ჩვენი განადგურების, არ განადგურდა და გადარჩა. ახლა ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ქართველ ხალხს საქართველო და უკვე მეორედ შევასრულოთ ქართველი ხალხის და საქართველოს გადამრჩენის ძირითადი ფუნქცია,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკვე დიდი ხანია საერთო კანდიდატზე მსჯელობა თუმცა რამდენად მარტივი იქნება ამ საერთო იდეის გარშემო გაერთიანება სამომავლოდ გაირკვევა.

„თავისუფალი საქართველო“, „ახალი საქართველო“ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ მზად არიან საერთო კანდიდატის შესახებ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ითანამშრომლონ. პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს იქნება ტესტი ყველა პარტიისთვის, თუ რამდენად არიან ისინი პროდასავლური კურსის მომხრეები.

პოლიტიკური ძალა, რომელიც საერთო კანდიდატის დასახელებისგან თავს იკავებს „ევროპული საქართველოა.“ 

ამავე თემაზე
დღის ამბები