27 აპრილი 2024,   03:35
ვრცლად
ფუკუსიმას პროვინციაში დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს

იაპონია საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. ფუკუსიმას პროვინციაში დამანგრეველი მიწისძვრითა და ცუნამით დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ სტიქიიდან უკვე 7 წელი გავიდა, თუმცა, ატომური რეაქტორიდან ბირთვული საწვავის გაჟონვის შედეგების ლიკვიდაცია ამ დრომდე არ მომხდარა.

გასული წლის ოქტომბერში ფუკუსიმას სასამართლომ პასუხისმგებლობა დაბინძურების ლიკვიდაციაზე სწორედ ხელისუფლებას და რეაქტორის ოპერატორ კომპანია ტეპკოს დააკისრა.

მათ, ასევე, ადგილობრივებისთვის 4-ნახევარი მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაევალათ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არცერთი მხარე არ ასრულებს და დაზარალებულ მოსახლეობას ყურადღებას არ აქცევს. 

დღის ამბები