This is a modal window.
ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი 13 წლის ბიჭი, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულს ტრავმები თავის არეში აქვს მიღებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.