21 დეკემბერი 2024,   17:57
ვრცლად
მმართველი გუნდი პარტიების დაფინანსების წესის შეცვლისთვის ემზადება

მმართველი გუნდი პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას გეგმავს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, ფულს რეალური ოპოზიცია მიიღებს და არა ის 20 პარტია, ვინც დღეს ბიუჯეტიდან ფინანსდება. თუმცა, ვის და რა კრიტერიუმებით დააფინანსებს სახელმწიფო, ეს დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია.

ეს არ არის ამ თემაზე ირაკლი კობახიძის პირველი განცხადება. პარტიების დაფინანსების წესში ცვლილება პარლამენტის თავმჯდომარემ გასულ წელსაც დააანონსა, თუმცა, დღეს ირკვევა, რომ უახლოეს მომავალში მმართველი გუნდი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას და კონსულტაციების დაწყებას გეგმავს.

ოპოზიციაში კი ეჭვობენ, რომ ხელისუფლება კანონში ცვლილებებს პოლიტიკურ პარტიებზე ზეწოლისათვის გამოიყენებენ.

პარალელურად, საკუთარი პაკეტის წარსადგენად ემზადება 19 პარტია. პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების საკითხში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი უკვე შეთანხმებულია.  

დღის ამბები