09 ოქტომბერი 2024,   20:22
ვრცლად
პრორუსი სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის პირობას დებენ

პრორუსი სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის პირობას დებენ. განცხადება ამის შესახებ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრმა ბრიფინგზე გააკეთა.

ალექსანდრე ზახარჩენკოს თქმით, დღეიდან დონბასში სიჩუმის რეჟიმი ამოქმედდება. 5 დღის განმავლობაში მისი შენარჩუნების შემთხვევაში კი, სეპარატისტები რეგიონიდან მძიმე ტექნიკას გაიყვანენ.

შეთანხმების მიუხედავად აფეთქებების ხმა დონეცკში ამ დრომდე ისმის. პრორუსმა მებრძოლებმა ბოლო დღეების განმავლობაში სამთავრობო ძალების პოზიციებს 30–ჯერ გაუხსნეს ცეცლხლი, წუხანდელ იერიშებს კი ქალაქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

 

დღის ამბები