03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
სმენადაქვეითებული პაციენტები ჯანდაცვის სამინისტროდან იმპლანტის მიღებას თვეობით ელოდებიან

სამი წლის ნანა თათრიშვილს დაბადებიდანვე, მწვავე დიაგნოზით, სიყრუე დაუდგინდა. მისი მდგომარეობა სწრაფ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. იმისათვის, რომ პატარა ნანას უკვე დაგეგმილი ოპერაცია ჩაუტარდეს, კოხლეარული იმპლანტის ქონაა აუცილებელი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გასცეს.

თათრიშვილების ოჯახმა უწყებას წერილით აპრილში მიმართა, თუმცა, ოჯახი პასუხს დღემდე ელოდება.

ნანა თათრიშვილის მსგავსად, 21 წლის თაზო თხელიძეც ამავე დიაგნოზით, ადრეულ ასაკში სამკურნალოდ გერმანიაში წავიდა. მან პირველი ბგერების გაგება სასმენი აპარატის დახმარებით შვიდი წლის ასაკში შეძლო. როგორც თავად ამბობს, ასეთი წინსვლა პრობლემის ადრეულად გამოვლენის შედეგია.

სმენადაქვეითებული ბავშვების საქმეებს ფონდი "აურესი’’ ერთი წელია, სწავლობს. ფონდში აცხადებენ, რომ სამი წლის ნანასთვის განკუთვნილი იმპლანტის გაცემის დაგვიანება 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის გაუმართაობის ბრალია.

სოციალური მომსახურების სააგენტოში შენიშვნებს არ იზიარებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ 2014 წლის პროგრამა გამართულია და მასში ცდომილებები არ არის.

დღის ამბები