20 აპრილი 2024,   11:25
ვრცლად
ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრებმა საბაგიროზე დაშავებული ადამიანები მოინახულეს

ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრებმა საბაგიროზე დაშავებული ადამიანები მოინახულეს.

დავით სერგეენკოს განცხადებით, დაშავებულების მკურნალობას სახელმწიფო დაფარავს.

ექიმის ინფორმაციით, ღუდუშაურის კლინიკაში მყოფი 5 პაციენტიდან 4-ის მდგომარეობა სტაბილურია და, სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ კლინიკას დატოვებენ, უკრაინელი ტურისტს კი, რომელსაც გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა, რეანიმაციიდან დღეს პალატაში გადაიყვანენ.

სტაბილურია ორსული ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ნაყოფს საფრთხე არ ემუქრება.

გუდაურში საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები