გუდაურში საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის უფროსი, ავთანდილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ 5 ადამიანი თბილისშია გადაყვანილი.
„მეტ-ნაკლებად საშუალო და მეტ-ნაკლებად მძიმე სიმძიმის იყო 2 ადამიანი, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთ-ერთი პაციენტი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე, არის ორსულად, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ტრანსპორტირება ხდება თბილისში,“ - განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე აღნიშნავს, რომ გამოძიება არსებულ კითხვებს პასუხს გასცემს.
„ანალიზი გაკეთდება, თუმცა, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის საფრთხე, რაც გააჩნია ქვეყანას, მათ შორის, საიმიჯო კუთხით, მინიმუმამდე დავიყვანოთ,“ - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.