„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი მიზეზი ჩვენი ქსელის შეფერხების ან ძაბვის რაიმე ცვალებადობის არ არის მიზეზი ამ სამწუხარო ფაქტის,“ - ეს განცხადება „ენერგო-პრო ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ბოცვაძემ გუდაურში მომხდარი ფაქტის შეფასებისას გააკეთა.
მიხეილ ბოცვაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დენის გათიშვამ გამოიწვია საბაგიროს გაუმართაობა, არ ადასტურებს და აღნიშნავს, რომ არცერთ აბონენტს შეფერხებით არ მიუღია ელექტროენერგია.
„ადგილზე გადავამოწმეთ ჩვენი კუთვნილი ქსელის ყველა უჯრედი, ყველა კომპონენტი და გათიშვა არ ფიქსირდება, არათუ ავარიული გათიშვა, არამედ ძაბვის არცერთი პარამეტრის მერყეობაც არ ფიქსირდება. არცერთ აბონენტს გუდაურში შეფერხება არ ჰქონია ელექტროენერგიის მომარაგებით და შესაბამისად, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი მიზეზი ჩვენი ქსელის შეფერხების ან რაიმე ძაბვის ცვალებადობის არ არის მიზეზი ამ სამწუხარო ფაქტის,“ - განაცხადა ბოცვაძემ.