03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
კომპანია „არემჯი“ გივი თარგამაძის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის დღევანდელ ბრალდებებს „არემჯი“ ჯგუფი სპეციალური განცხადებით პასუხობს, სადაც ხაზგასმულია, რომ გივი თარგამაძის ბრალდებები უსაფუძვლოა და მის მიერ დასახელებული პირები „საერთოდ არ მუშაობენ კომპანიაში და არც მასთან დაკავშირებულ რომელიმე ორგანიზაციაში".

"გივი თარგამაძის სიიდან ერთადერთი ბატონი დავით ბალანჩივაძე გახლავთ გენერალური დირექტორის მოადგილე. თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" გავრცელებული ინფორმაცია მისი "მეცხრე არხზე" მუშაობასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სიმართლეს,“ - ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ "საყდრისი-ყაჩაღიანის" საბადოსთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაცია ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ყველა მონაწილის, მათ შორის, კომპანიის, თანამშრომლების, რეგიონის და საზოგადოების სხვა ჯგუფების ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.

კომპანია „არემჯი“-ში მიაჩნიათ, რომ „ნაციოანლური მოძრაობის“ მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელება ხელს უშლის "საყდრისი-ყაჩაღიანის" პრობლემის სამართლიანად მოგვარებას.

გივი თარგამაძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა რომ "საყდრისი-ყაჩაღიანის" უძველესი მაღარო  მთლიანად "ქართული ოცნების" კონტროლქვეშ“ მოექცა" და კომპანიის ხელმძღვანელობის ქართულ ნაწილში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა და  მის მმართველობაში, სხვადასხვა ეტაპზე, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები იყვნენ ჩართული.

დღის ამბები