ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის?" ავტორები არიან ვლადიმერ ვოროშილოვი და ნატალია სტეცენკო. ტელეპროგრამა პირველად 1975 წელს გავიდა სატელევიზიო ეთერში და დღემდე ინარჩუნებს მაღალ რეიტინგს და პოპულარობას ყველა ასაკის ტელემაყურებელში.
"რა? სად? როდის?" ქართული ვერსია "პროდიუსერული ცენტრი GameTV"–სა და ტელეკომპანია "რუსთავი-2"–ის ერთობლივი პროექტი იყო. იგივე ფორმატის პროექტები ეთერში გადის რუსეთის, აშშ-ს, უკრაინის, იტალიის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ყაზახეთის ტელეარხებზე.