17 ნოემბერი 2024,   11:59
ვრცლად
თბილისი2015 - ფესტივალის ბოლო სათამაშო დღე

დღეს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - თბილისი2015 -ის ბოლო სათამაშო დღე გაიმართება.

ჩემპიონები გაირკვევიან  ვაჟ და გოგონათა შორის კალათბურთში, ხელბურთსა და ფრენბურთში. მედლების 5 კომპლექტი გათამაშდება ტანვარჯიშის დარბაზში. 4 კომპლექტი კი მძლეოსნობის არენაზე. 

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის დარბაზში 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძე, მძიმეში კი გელა ზაალიშვილი გამოვლენ ტატამზე.

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - თბილისი2015 -ის  ოფიციალური დაიხურვის ცერემონია საღამოს 21:00 საათზე ოლიმპიურ სოფელში დაიწყება.

 
დღის ამბები