17 ნოემბერი 2024,   11:51
ვრცლად
საქართველოს ვაჟ და გოგონათა საკალათბურთო ნაკრები თურქეთთან დამარცხდნენ

საქართველოს ვაჟ და გოგონათა საკალათბურთო გუნდებს მეშვიდე ადგილისთვის ბრძოლაში მეტოქედ თურქეთის ვაჟ და გოგონათა ნაკრები ჰყავდათ.

ქართველი გოგონები თურქეთთან 72:40 დამარცხდნენ და ახალგაზრდულ ფესტივალზე მერვე ადგილი დაიკავეს.

ვაჟთა ნაკრებს მეშვიდე პოზიციის დასაკავებლად თურქეთის ეროვნულ გუნდის დამარცხება სჭირდებოდა, თუმცა ქართველი კალათბურთელები 71:63 დამარცხდნენ.

მატჩი ქართველების უპირატესობით დაიწყო, თუმცა თურქეთის ნაკრებმა მეორე მეოთხედში მოახერხა ანგარიშის თავის სასარგებლოდ შეცვლა და საბოლოოდ შხვედრა 8 ქულიანი სხვაობით მოიგო.

ეს თურქეთის ეროვნული გუნდისთვის, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, მოგებული პირველი თამაშია.

ამ ორ ნაკრებს შორის შეხვედრა ჯგუფურ ეტაპზე უკვე გაიმართა, სადაც ჩერქეზიშვილის კალათბურთელებმა დიდი ანგარიშით - 89:50 გაიმარჯვეს.

 

 
დღის ამბები