ლონდონის ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მაურინიომ, არსენალთან გასამართი ინგლისის სუპერთასის შეხვედრაზე გააკეთა კომენტარი.
პორტუგალიელი მწვრთნელის თქმით, მას არსენ ვენგერთან არაფერი არ ააქვს დასამტკიცებელი.
"სუპერთასის შეხვედრა დიდი არაფერია, თუმცა, ის პრემიერ-ლიგის ერთ მატჩზე მნიშვნელოვანი ნამდვილად არის."
“არსენალთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ დიდი სიამაყით არასდროს გამოვირჩეოდი. პირადად მე მეთოფეებთან ან მის მწვრთნელთან არაფრის დამტკიცება არ მჭირდება. უბრალოდ მსურს, რომ მორიგ ტიტულს დავეუფლო”, – განაცხადა მოურინიომ.
წყარო: Goal.com