თბილისი 2015-ის ვაჟ კალათბურთელთა ტურნირი, ბოსნიის ნაკრებმა მოიგო და ოქროს მედალი მოიპოვა.
ბოსნიელებმა ფინალში ესპანეთის ნაკრები 10 ქულიანი სხვაობით 89:79 დაამარცხეს.
მესამე ადგილზე გავიდა გერმანიის ნაკრები, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ლატვიას 64:53 მოუგო.
გოგონებს შორის კალათბურთის ტურნირის ფინალში ერთმანეთს ჩეხეთი და ბელგია დაუპირისპირდნენ.
ჩეხეთის ნაკრებმა 52:33 დაამარცხა მეტოქე და ოქროს მედალი მოიპოვა.
ბრინჯაოს მედლის მფლობელი უნგრეთის გოგონათა ნაკრები გახდა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უნგრელებმა რუსეთის ნაკრები 61:59 დაამარცხეს.
ფოტო: Tbilisi 2015