მიუნჰენში დღეს სტარტს მოსამზადებელი ტურნირი აიღებს, რომლის ნახევარფინალშიც თავდაპირველად ერთმანეთს მადრიდის რეალი და ლონდონის ტოტენჰემი შეხვდებიან.
მოგვიანებით, ფინალის მეორე საგზურს ერთმანეთში მილანი და ბაიერნი გაითამაშებენ.
„უმნიშვნელოვანესი ტურნირია, რადგან გამარჯვებისთვის 4 შესანიშნავი გუნდი იბრძოლებს. ახალი სეზონისთვის ეს საუკეთესო გენერალური რეპეტიციაა“, - განაცხადა პეპ გვარდიოლამ.
აუდის თასის ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის ხვალ გაიმართება. ტურნირს ალიანს არენა უმასპინძლებს.
წყარო: Sport1.de