რომენ გროჟანს მიაჩნია, რომ ლოტუსს შეუძლია განვითარდეს და უკეთესი შედეგები აჩვენოს. ფორმულა 1-ის ფრანგი პილოტის თქმით, ეს მაშინ იქნება შესაძლბელი, როდესაც გუნდის მომავალი საბოლოოდ გაირკვევა.
ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლოტუსი შესაძლოა ფრანგულმა კონსერნმა რენომ შეიძინოს.
„ახლა ძალიან რთული სიტუაციია. იმედია, ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა, რის შემდეგაც შესაძლაბელი გახდება განვითარება“, - განაცხადა რომენ გროჟანმა.
რენომ შესაძლოა ფორმულა 1-ის საჯინიბოს აქციების 80 პროცენტში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.
წყარო: Motorsport-Total.