პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ფეხბურთელმა, კრისტიანო რონალდომ თავის აგენტ ხორხე მენდეშს, საქორწინო წვეულებაზე საბერძნეთის ერთ-ერთი კუნძული აჩუქა.
ბერძნული გამოცემების ინფორმაციით, ნაჩუქარ კუნძულს სახელი არ აქვს და მისი ფასი რამდენიმე მილიონს აღემატება.
მენდეში თავის პარტნიორ სანდრა ბარბოსაზე დაქორწინდა. წვეულება პორტუში გაიმართა და მოწვეულ სტუმრებს შორის სერ ალექს ფერგიუსონი, ფლორენტინო პერესი, რომან ამბრამოვიჩი და ცნობილი ფეხბურთელები იყვნენ.