თბილისის დინამოს რიგებში 27 წლის გიორგი რეხვიაშვილი იასპარეზებს.
ცენტრალური მცველის ბოლო კლუბი თურქული ბოლუსპორი გახლდათ, სადაც საჩხერის ჩიხურადან გადავიდა. ფეხბურთელის თურქულ კარიერას მძიმე ტრავმამ შეუშალა ხელი.
რეხვიაშვილი დედაქალაქური გუნდის მაისურით 2011-2014 წლებში თამაშობდა და 68 მატჩი ჩაატარა.
წყარო: FC Dinamo.ge