პოპულარული სატელევიზიო არხის Showtime-ის გენერალურმა მენეჯერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მასთან საუბარში კრივში მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა, ფლოიდ მეივეზერმა კარიერის დასრულების თარიღი დაასახელა.
სტივენ ესპინოზას თქმით, ანდრე ბერტოსთან ლას-ვეგასში გასამართი ბრძოლა მეივეზერისთვის ბოლო იქნება.
„ფლოიდ დარწმუნებით საუბრობდა. მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. ის ახლაც კი საუკეთესო მოკრივეა მსოფლიოში, ამიტომ მე ძალიან გამიკვირდა, როდესაც მან კარიერის დასრულების შესახებ მითხრა“, - განაცხადა სტივენ ესპინოზამ.
ბოლო შეხვედრას ანდრე ბერტოს წინააღმდეგ ფლოიდ მეივეზერი 12 სექტემბერს გამართავს.