ტურინულმა კლუბმა თავისი ბოლო ოფიციალური წინადადება გააუმჯობესა და ახლა შალკეს დრაქსლერის სანაცვლოდ უკეთეს პირობებს სთავაზობს.
იუვენტუსი მზადაა გერლზენკირხენელებს 15 მილიონი ევრო გადაუხადოს და კიდევ 9 მილიონი დაუმატოს, იმის გათვალისწინებით თუ რამდენად წარმატებულად ითამაშებს გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი ტურინში.
შალკეს სპორტული დირექტორის ჰორსტ ჰელდტის თქმით, მათ დრაქსლერის იუვენტუსში გაშვება აღარ სურთ.
წყარო: La Gazzetta dello Sport