17 ნოემბერი 2024,   12:01
ვრცლად
დაგლას კოშტა - "ნეიმარმა მითხრა, რომ ბაიერნი დიდი გუნდია"

დაგლას კოშტას თქმით, ნეიმარმა მაშინვე მიულოცა, როგორც კი ოფიციალურად დადასტურდა მისი ბაიერნში ტრანსფერი.

„ნეიმარისგან მოკლე ტექსტური შეტყობინება მომივიდა. მომილოცა და მომწერა, რომ ბაიერნი დიდი გუნდია და ჩემი ადგილიც სწორედ მიუნჰენშია“, - განაცხადა კოშტამ.

ბავარიელთა ახალწვეულმა ასევე აღნიშნა, რომ ბრაზილიაში ბუნდესლიგა ძალიან პოპულარულია. კოშტას თქმით, ამას 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

 

 

 

 

 

წყარო: SPORTBILD

დღის ამბები