აუდის თასის ნახევარფინალური მატჩის შესვენების დროს, მიუნჰენის ბაიერნის მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას და მილანის ნახევარმცველ ნაიჯელ დე იონგს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
შეხვედრის პირველ ნახევარში, ჰოლანდიელმა უხეშად ითამაშა ჯოშუა კიმიჩთან. შეჯახების შემდეგ ბაიერნის 20 წლის ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
ნახევარფინალური მატჩი ბაიერნის გამარჯვებით 3:0 დასრულდა.