ოთხშაბათს გამართული თამაშების შედეგად, ჩემპიონთა ლიგის ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურები ბაზელმა, ცსკა-მ, ბატემ, სელტიკმა, შახტარმა, ბრიუგემ, მალმიომ, თელ ავივის მაკაბიმ, ასტანამ და პარტიზანმა მოიპოვეს.
აღსანიშნავია ცსკა-ს გამარჯვება პრაღაში. მოსკოვში ფრედ 2:2 დასრულებული მატჩის შემდეგ, რუსული კლუბი მე-16 წუთისთვის 0:2 მარცხდებოდა. თუმცა, სტუმრებმა აჰმედ მუსას ორი გოლის წყალობით ანგარიში გაათანაბრეს. შეხვედრის მიწურულს კი ალან ძაგოევმა ცსკა-ს გამარჯვება მოუტანა.
უპრობლემოდ დაძლია თურქული ფენერბაჩეს ბარიერი დონეცკის შახტარმა. ოლეგ გლადკიმ, დარიო სრნამ და ალექს ტეიშეირამ სტამმბოლელებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხებულები გუნდები, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოლებენ.
ასტანა - ჰიკ 4:3 (0:0)
ყარაბახი - სელტიკი 0:0 (0:1)
სპარტა პრაღა - ცსკა მოსკოვი 2:3 (2:2)
ბატე - ვიდეოტონი 1:0 (1:1)
ბაზელი - ლეხი 1:0 (3:1)
ბრიუგე - პანათინაიკოსი 3:0 (1:2)
მალმიო - ზალცბურგი 3:0 (0:2)
პარტიზანი ბელგრადი - სტიაუა 4:2 (1:1)
შახტარი დონეცკი - ფენერბახჩე 3:0 (0:0)
სკენდერბიუ - მილსამი 2:0 (2:0)
ვიქტორია პლზენი - მაკაბი თელ ავივი 0:2 (2:1)