სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საპასუხო მატჩში, რივერ პლეიტმა 3:0 დაამარცხა მექსიკური ტიგრესი და მესამედ მოიგო ლიბერტადორესის თასი.
გუნდების პირველი თამაში 0:0 დასრულდა. ბუენოს აირესში კი ანგარიში 45-ე წუთზე ლუკა ალარიომ გახსნა. შეხვედრის მიწურულს კი ჯერ კარლოს სანჩესმა, მერე კი რამორო მორიმ საბოლოო შედეგი დააფიქსირე - 3:0.
რივერ პლეიტმა ლიბერტადორესის თასი 19 წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. 1996 წლის გუნდის წევრი იყო არგენტინული კლუბის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, მარსელო გალიარდოც.
გალიარდო გახდა მეოთხე ფეხბურთელი, რომელმაც ამ ტურნირის მოგება მოთამაშის და მწვრთნელის რანგში მოახერხა.