მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა, შეერთებული შტატების ღია პირველობისთვის მზადება დაიწყო.
სტენ ვავრინკას თქმით, მიუხედავად მხრის ტრავმისა, ის დიდი მუზარადის ბოლო ტურნირს საუკეთესო ფორმაში შეხვდება.
„თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ. ერთი კვირის წინ სრულფასოვანი ვარჯიში განვაახლე. მართალია ჩოგბურთი ორი კვირის განმავლობაში არ მითამაშია, მაგრამ ფიზიკურ კონდიციებზე ბევრს ვმუშაობდი“, - განაცხადა 30 წლის შვეიცარიელმა.
შეერთებული შტატების ღია პირველობა სტარტს აგვისტოს ბოლოს აიღებს.
წყარო: Tages Anzeiger