საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის I ტურში მარსელი საშინაო სტადიონზე კაენთან 0:1 დამარცხდა.
თამაშის დასრულების შემდეგ გადადგომის შესახებ განცხადება მარსელის მთავარმა მწვრთნელმა, მარსელო ბიელსამ გააკეთა.
"ჩემი საფრანგეთში მუშაობა დასრულებულია, თანამდებობიდან გადავდექი და სამშობლოში ვბრუნდები", - განაცხადა ბიელსამ.