ბილეფილდში არმიანიასთან გერმანიის თასის მატჩზე მიმავალ ჰერტას ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს.
ინციდენტის დროს ავტობუსში ფეხბურთელები არ იმყოფებოდნენ. უცნობმა პიროვნებამ ერთი გასროლა მოახდინა და მიიმალა.
ბერლინური კლუბი მომხდარ ფაქტს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.
„ჩვენი მძღოლი ფეხბურთელების დასახვედრად სასტუმროდან სადგურში მიემგზავრებოდა. მან დაინახა იარაღი და დამალვა შეძლო. საბედნიეროდ გადავრჩით“, – განაცხადა ჰერტას მენეჯერმა მიხაელ პრეეცმა.
პოლიციამ თავდასხმელზე ძებნა გამოაცხადა. ჰერტას ავტობუსს კი დღეს სტადიონამდე სამართალდაცველები მიაცილებენ.
წყარო: BILD