ბარსელონას ფეხბურთელები თბილისში ჩარტერული რეისით ჩამოვლენ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუნდის დასახვედრად იკრიბებიან გულშემატკივრებიც.
ესპანური კლუბი Tbilisi Marriot-ში დაბინავდება.
ლუის ენრიკემ განაცხადში 25 ფეხბურთელი შეიყვანა, მათ შორის ტრავმირებულები დუგლასი და ხორდი ალბა. გუნდს ვერ დაეხმარება ბრაზილიელი ნეიმარი, რომელსაც ყბაყურა აქვს.
თბილისში ჩამოვა უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინიც.