საქართველოში უეფას პრეზიდენტი, მიშელ პლატინი ჩამოვიდა.
პლატინისთან ერთად თბილისში იმყოფება კიევის დინამოს პრეზიდენტი და უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, გრიგორი სურკისი.
"ეს დიდი აღიარებაა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის და მთელი ქართული ფეხბურთისთვის. ვიცი, რაოდენ დიდი სამუშაო გასწია ქართულმა მხარემ და ამაყი ვარ, რომ ჩვენი არჩევანი სწორედ საქართველოზე შეჩერდა." - განაცხადა პლატინიმ.
უეფას დელეგაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა და ფედერაციის გენერალური მდივანი, რევაზ არველაძე დახვდნენ.