17 ნოემბერი 2024,   11:54
ვრცლად
ჯორდანი ბრაიანტს ქურდობაში ადანაშაულებს

მაიკლ ჯორდანი თავისივე სახელობის საკალათბურთო ბანაკში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე მოხალისის კითხავს გასცა პასუხი.

„რა რჩევას მივცემდი კობი ბრაიანტს? იმედია ის სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდება. მას მართლაც ძალიან უყვარს კალათბურთი. კობის დიდ პატივს ვცემ მიუხედავად იმისა, რომ მან ყველა ჩემი მოძრაობა მოიპორა. ეგ არაფერია“, - აღნიშნა ჯორდანმა.

ვეტერანმა სპორტსმენმა ასევე ისაუბრა შაკილ ო’ნილის განცხადებაზე, რომელაც თქვა, რომ ლეიკერსის საუკეთესო კალათბურთელები, ჯორდანის დროინდელ  ჩიკაგოს 50 ქულიანი სხვაობით დაამარცხებდნენ.

„ვფიქრობ, მათ გავანადგურებდით. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი და მისი აზრია. თავად გადაწყვიტეთ ვინ მოიგებდა“, - აღნიშნა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 6 გზის გამარჯვებულმა.

 

 

წყარო: The Score

დღის ამბები