ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავი გერმანიის ნაკრებში დაბრუნდა. დირკ ნოვიცკი ევროპის ჩემპიონატისთვის ინდივიდუალური პროგრამით ემზადებოდა. კალათბურთელი გერმანიის ნაკრებს მალიორკაში შეურთდა.
37 წლის ნოვიცკიმ გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა.
„კარგი გრძნობაა როდესაც ხანგრძლივი ინდივიდუალური მომზადების შემდეგ, თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობ. საინტერესო გუნდი გვყავს და იმედია დასახული მიზნების მიღწევას მოვახერხებთ“, – განაცხადა ნოვიცკიმ.
უცნობია ითამაშებს თუ არა დალასის ფორვარდი პარასკევს ხორვატიის წინააღმდეგ გასამართ მატჩში.
წყარო: SPORT1.de