საქართველოს 27-ე ეროვნულმა საფეხბურთო ჩემპიონატმა სტარტი აიღო.
გუშინ, უმაღლესი ლიგის პირველი ტურის ორი მატჩი გაიმართა.
ცხინვალის სპარტაკმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედნზე, უმაღლესი ლიგის დებიუტანტ საბურთალოს უმასპინძლა. შეხვედრაში ანგარიშის გახსნა მასპინძლებმა 45-ე წუთზე შეძლეს. გოლის ავტორი რატი ცაწკრიალაშვილი გახდა. საბურთალომ გათანაბრება მე-60 წუთზე გურამ გოშთელიანის გოლით შეძლო, ხოლო 87-ე წუთზე სტუმრები უკვე წინ გიორგი ხარაიშვილის გოლით გავიდნენ, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა. შეხვედრა საბურთალოს გამარჯვებით 1:2 დასრულდა.
ივანწმინდაში კი საჩხერის ჩიხურამ თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლა. მასპინძლებმა მატჩი 1:0 მოიგეს.
დღეს I ტურის 6 მათცი გაიმართება:
ტოპედო - მერანი
სამტრედია - შუქურა
დინამო ბთ - ზუგდიდი
დილა - კოლხეთი
გურია - სიონი
დინამო თბ - საპოვნელა
ფოტო: საბურთალოს Facebook- ის გვერდი.