17 ნოემბერი 2024,   12:05
ვრცლად
3 დიდი ფეხბურთელი - 3 დიდი ეპოქა

იკერ კასილიასი მადრიდის რეალის ღირსება 1999-2015 წლებში იცავდა. ესპანელი მეკარე კლუბის აკადემიის აღზრდილია. ბლანკოსის რიგებში კასილიასმა 510 მატჩი ჩაატარა. ამ ზაფხულს სან იკერმა სამეფო კლუბი დატოვა და კარიერას პორტუში აგრძელებს.

სტივენ ჯერარდი ლივერპულში 1998-2015 წლებში თამაშობდა. ფეხბურთელი გუნდის აკადემიის აღზრდილია. ინგლისური კლუბის მაისურით სტივენმა 504 მატჩი ჩაატარა და 120 გოლი გაიტანა. ჯერარდმაც კლუბი სეზონის ბოლოს დატოვა და კარიერას ლოს ანჯელეს გალაქსიში აგრძელებს.

ჩავი ერნანდესი კატალონიის ბარსელონას შემადგენლობაში 1998-2015 წლებში ირიცხებოდა. ფეხბურთელი ბლაუგრანას აკადემიის აღზრდილია და კლუბის რიგებში ჩატარებულ 505 შეხვედრაში 58 გოლი აქვს გატანილი. ჩავიმ ბარსელონა მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში დატოვა და ყატარის ალ სადში გადავიდა.

 

 

 

 

ვიდეორგოლში გამოყენებულია: Eminem -Lose Yourself, Dj Street Style - Eyphoria, მხატრული ფილმი "გლადიატორის" საუნდტრეკი, Coldplay - Paradise (Instrumental), მხატრული ფილმი "კარიბის ზღვის მეკოობრების" საუნდტრეკი.

დღის ამბები