თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთელმა ნაკრებმა, ესტონეთის ნაკრები 90:55 დაამარცხა.
მატჩი თბილისის მერიის თასის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც საქართველოს, იტალიის, ესტონეთის და ლატვიის ნაკრებები მონაწილეობენ.
გათამაშების მონაწილე ოთხივე გუნდი მომავალ ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.
ლატვიასა და იტალიის ნაკრებებს შორის შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება.
ფოტო: საქართველოს კალათბურთის ფედერაციის Facebook-ის გვერდი.