საუტჰემპტონი ევერტონის მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელები მოედანზე ხურდებოდნენ, როცა ბელგიელი თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს მიერ დარტყმული ბურთი ხარიხამ აისხლიტა და ტრიბუნაზე მყოფ ქალბატონს მოხვდა.
ფეხბურთელი თავად მივიდა დაზარალებულთან, თავისი მაისური აჩუქა და ბოდიში მოუხადა.
მატჩი ევერტონის გამარჯვებით 0:3 დასრულდა. ლუკაკუმ კი ორი გოლი გაიტანა.
ვიდეო:BreatheSport