საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა უკრაინული დნიპროდან რეიმსში გადავიდა.
კანკავა ფრანგულმა კლუბმა ოფიციალურად წარადგინა. 29 წლის ნახევარმცველმა 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და 4 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელის სატრანფერო ღირებულება 1.5 მილიონი ევროა.