ბილბაოს ატლეტიკმა 31 წლიანი პაუზის შემდეგ, მეორედ მოიგო ესპანეთის სუპერთასი.
ბარსელონაში გამართულ საპასუხო შეხვედრაში, კატალონიურმა კლუბმა ატლეტიკს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში ლიონელ მესიმ გახსნა, 74–ე წუთზე არის ადურისმა საპასუხო გოლი გაიტანა.
ამ გუნდებს შორის ბილბაოში გამართული მატჩი მასპინძლებმა 4:0 მოიგეს.
წყარო: marca.es
ვიდეო: ESPN