17 ნოემბერი 2024,   11:57
ვრცლად
საფრანგეთმა ევრობასკეტი 2015-ის შემადგენლობა დაასახელა

ვენსან კოლემ დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც სექტემბერში ევროპის ჩემპიონის ტიტულის დასაცავად იბრძოლებს.

საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშე შვიდი კალათბურთელია. მათ შორის გამორჩეული, სან ანტონიოს გამათამაშებელი ტონი პარკერი.

„ახლა მინდა ჩემს გუნდს წარმატება ვუსურვო ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენ მიზნის მისაღწევად ძალიან ბევრს ვშრომობთ“, - განაცხადა ვენსან კოლემ.

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ასეთია: ალექსის ანიკა (ნიუ ორლეანი), ნიკოლა ბატუმი (შარლოტი), ნანდო დე კოლო (ცსკა მოსკოვი), ბორის დიავი (სან ანტონიო), ანტონი დიო (ვალენსია), ევან ფურნიე (ორლანდო), მიშელ გელაბალე (ლე მანი), რუდი გობერი (იუტა), შარლი კაჰუდი (ასველ), ჟოფრეი ლოვერნე (დენვერი), ტონი პარკერი (სან ანტონიო), ფლორან პეტრუ (ნანსი).

 

 

წყარო: FIBA.com

დღის ამბები