როჯერ ფედერერისთვის მიუღებელია ნიკ კირიოსის საქციელი.
„ვფიქრობ, ის ყველანაირ ზღვარს გასცდა. ჩოგბურთში ამგვარ საუბრებს მიჩვეულები არ ვართ“, - განაცხადა ფედერერმა.
ავსტრალიელმა ჩოგბურთელი ნიკ კირიოსი მატჩის დროს სტენ ვავრინკასთან მივიდა და შვეიცარიელის მეგობარ გოგონას შეურაწყოფა მიაყენა.
ფრაზა კორტზე დამონტაჟებულმა მიკროფონმა დააფიქსირა.
ATP-მ კირიოსი 10 ათასი დოლარით დააჯარიმა.
წყარო: TENNIS.com