17 ნოემბერი 2024,   11:52
ვრცლად
პრიმერა დივიზიონი – რეალის წარუმატებლობა

წარუმატებლად დაიწყო პრიმერა დივიზიონი რეალმა. მადრიდელებმა გასვლაზე ხიხონის სპორტინგის დამარცხება ვერ შეძლეს.

წარუმატებლობის მიუხედავად, მადრიდელთა კაპიტანი მშვიდად იყო.

„შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება ნაადრევია. პირველ ტაიმში მართლაც ცუდად ვითამაშეთ. შესვენების შემდეგ გავაქტიურდით. როდესაც ვერ იგებ ეს ყოველთვის ცუდია. თუმცა, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ,“ – განაცხადა სერხიო რამოსმა.

თავისი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში მოიგო ბარსელონამ. კატალონიელებმა გასვლაზე ბიობაო ლუის სუარესის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხეს.

მატჩის პირველ ტაიმში ლიონელ მესიმ პენალტი ვერ გამოიყენა.

წყარო: MARCA

დღის ამბები