17 ნოემბერი 2024,   11:56
ვრცლად
ცინცინატი – ფედერერის და უილიამსის ტრიუფი

როჯერ ფედერერმა მასტერსის სერიის ცინცინატის ტურნირის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა.

90 წუთიანი შეხვედრის პირველი სეტი შვეიცარიელმა ტაი ბრეიკზე მოიგო, მეორეში კი მეტოქის მოწოდების აღება მოახერხა და 6:3 მოიგო.

„როჯერმა შესანიშნავად ითამაშა. მე კი შეცდომები დავუშვი. ზოგადად ის ძალიან კარგად თამაშობს ცინცინატიში. როგორც ჩანს ამ ტურნირის მოსაგებად, უნდა დაველოდო როდის დაასრულებს ის კარიერას“, – განაცხადა მატჩის შემდეგ ჯოკოვიჩმა.

ფედერერმა ცინცინატის ტურნირი კარიერაში მეშვიდეთ მოიგო.

გაიმართა ქალთა თანრიგის ფინალიც, რომელშიც ამერიკელმა სერენა უილიამსმა ადვილად, ანგარიშით 6:3, 7:5 დაამარცხა. 33 წლის ჩოგბურთელმა ცინცინატის ტურნირის მოგება მეორედ მოახერხა.

ცინცინატის ტურნირი შეერთებული შტატების ღია პირველობის გენერალურ რეპეტიციად არის მიჩნეული.

US OPEN-ი 31 აგვისტოს დაიწყება. 

წყარო: REUTERS

დღის ამბები