ბელგიის გრანპრის მოგების შემდეგ, ლიუის ჰემილტონმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა დასრულებული არ არის.
„ნიკო (როზბერგი) ძალიან კარგი პილოტია. მიუხედავად ჩვენს შორის სხვაობის გაზრდისა, ის ბრძოლას გააგრძელებს. ეს კარგია ჩემთვის, რადგან კონცენტრაციას არ დავკარგავ,“ - განაცხადა ჰემილტონმა.
ბელგიის გრანპრის მოგების შემდეგ, ბრიტანელი პილოტი სატურნირო ცხრილს 227 ქულით ლიდერობს. მისი თანაგუნდელი როზბერგი 199 ქულით მეორე ადგილზეა. გერმანელი პილოტი ბელგიაშიც მეორე ადგილზე გავიდა.
წყარო: Sky Sports