რაგბის გიგანტური ბურთი მდინარე ტემზაზე მოგზაურობს, ინგლისის ქალაქები კი მომავალი მსოფლიო თასის მასპინძლობისთვის საგანგებოდ ემზადება, საქართველოს ნაკრები კი მასპინძელი ქვეყნისკენ მსოფლიო თასის დაწყებამდე 24 დღით ადრე გაემგზავრა. უფრო გამოცდილი და ორ მსოფლიო თასზე მიღებული ცოდნის გამოსაყენებლად ინგლისისა და უელსის სტადიონები საუკეთესო ადგილია.
ინგლისში გამგზავრებამდე ნაკრებმა სამი სხვადასხვა სირთულის მზადების ეტაპი გაიარა. ინგლისში საქართველოს ნაკრები სამ საკონტროლო მატჩს ინგლისის ავივა პრემიერშიპის ნიუქასლ ფალკონზთან, კანადისა და იაპონიის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს.
პირველ შეხვედრას ბორჯღალოსნები ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ ტონგას წინააღმდეგ 19 სექტემბერს გამართავენ. ტონგასა და ნამიბიის ნაკრებების დამარცხების შემთხვევაში გუნდი პირველად ჯგუფური ეტაპის დაზლევასაც მოახერხებს.
მილტონ ჰეიგი მსოფლიო თასისათვის ნაკრების სრულ შემადგენლობას 31 მოთამაშეს პირველ სექტემბერს დაასახელებს, სწორედ ამ დროს გაიმართება ბორჯღალოსანთა ახალი სათამაშო ფორმის პრეზენტაციაც.
ავტორი: დავით ერაძე