17 ნოემბერი 2024,   11:57
ვრცლად
ნეში ფინიქსის დიდების დარბაზში

ფინიქს სანსის ხელმძღვანელობამ სტივ ნეშის კლუბის დიდების დარბაზში შეყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ოფიციალური ცერემონია 30 ოქტომბერს გაიმართება, როდესაც ფინიქსი პორტლენდს უმასპინძლებს. 41 წლის კანადელი მე-14-ე ადამიანი იქნება, რომელსაც ეს პატივი ერგო.

ნეშმა ფინიქსში 10 სეზონი გაატარა, რომელთა განმავლობაში 10712 ქულა, 6997 შედეგიანი გადაცემე (კლუბის რეკორდი), 2293 მოხსნა და 511 ჩაჭრა დააგროვა.

ფინიქსში თამაშის დროს კანადელი კალათბურთელი 2-ჯერ გახდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე სასარგებო მოთამაშე.

 

 

წყარო: NBA.com

 
დღის ამბები