ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის დასრულების შემდეგ, დარბაზში მყოფმა ავტორიტეტული ევროპული გამოცემების ჟურნალისტებმა 2014-15 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს.
ტიტული ამჯერადაც ლიონელ მესიმ მოიპოვა, რომელმაც გამოკითხვაში კრიშტიანო რონალდოს და ლუის სუარესს აჯობა.
ამავე დროს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის მომხმარებლებმა წლის გოლად, მესის მიერ ბაიერნის კარში გატანილი გოლი დაასახელეს.
ქალთა შორის საუკეთესო ფეხბურთელად გერმანელი სელილა შაშიჩი დასახელდა, რომელმაც საფეხბურთო კარიერა წელს დაასრულა.
წყარო: UEFA.com