UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ევროპის საფეხბურთო ასოციაციების რეიტინგი გამოქვეყნდა.
რეიტინგი ასახავს თითოეული ასოციაციის წარმომადგენელი კლუბების ევროტურნირებზე ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს.
ამ მაჩვენებლით პირველობა არავის დაუთმო ესპანეთმა, რომელის გუნდებმაც 85.1 ქულის მოგროვება შეძლეს. ისინი დამაჯერებლად უსწრებენ გერმანიის ბუნდესლიგას, რომელსაც 66.7 ქულა აქვს.
გერმანიამ გადაასწრო ინგლისს, რადგან მხედვეობაში აღარ მიიღება პრემიერლიგის გუნდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, 2010-2011 წლების სეზონი.
საქართველო ამ რეიტინგში 36-ე ადგილზე იმყოფება და ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან, ყაზახეთი და აზერბაიჯანი.
რეიტინგის ტოპ ათეული ასეთია.
1. ესპანეთი - 85.142
2. გერმანია - 66.749
3. ინგლისი - 65.034
4. იტალია - 60.605
5. პორტუგალია - 44.582
6. საფრანგეთი - 44.416
7. რუსეთი - 42.882
8. უკრაინა - 37.883
9. ბელგია - 34.600
10. ჰოლანდია - 31.396
წყარო: UEFA.com